Saturday, June 22, 2019

შიდა დაკვირვების გაკვეთილი


შეფასების სქემა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
2018-2019 სასწავლო წელი

აქტივობა


1-2 ქულა         
( დაბალი)


3-4 ქულა                
(საშუალოზე  დაბალი)

                       5-6  ქულა
( საშუალო)

7-8  ქულა                  
(საშუალოზე მაღალი)

                    9-10 ქულა
( მაღალი)
კონკრეტული პრაქტიკული
სამუშაოს
შესრულება           ან
ნამუშევრის შექმნა გარკვეულ თემაზე

არ არის ორგანიზებული, არ იცავს დროი ლიმიტს, არ აქვს საჭირო მასალა. არ იყენებს ტექნიკას,
მასალას და მხატვრულ-
გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად.     არ არის შემოქმედებითი. არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
უჭირს ორგანიზებულობა, ვერ იცავს დროის ლიმიტს, არ აქვს საჭირო მასალა. ვერ იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად.   ნაკლებად შემოქმედებითია.ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, საკუთარი ხელწერის, ხედვის დემონსტრირებას.
იშვითად შეაქვს წვლილი  ჯგუფურ მუშაობაში, არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ნაკლებად ორგანიზებულია, უჭირს დროის ლიმიტის დაცვა, არ აქვს ყველა საჭირო მასალა.ნაკლებად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად. 
ნაწილობრივ შემოქმედებითია, უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი ხელწერის, ხედვის დემონსტრირება. იშვითად შეაქვს წვლილი  ჯგუფურ მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, აქვს საჭირო მასალა. იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებს                               ჩანაფიქრის გადმოსაცემად. შემოქმედებითია, შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი ხელწერის, ხედვის ნაწილობრივ
დემონსტრირება. შეაქვს წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
სისტემატიურად ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, აქვს საჭირო მასალა.
ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად. შემოქმედებითია, შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი ხელწერის, ხედვის კარგად დემონსტრირება. შეაქვს წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, თნამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან, არის ლიდერი
საკუთარი და სხვისი ნამუშევრების განხილვაში მონაწილეობა;.  გარკვეული ეპოქის, შემოქმედის ან ხელოვნების ნიმუშის ანალიზში ან მის ირგვლივ მსჯელობაში მონაწილეობა
პასიურია,არ უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკურ ნორმებს.უჭირს საკუთრი მოსაზრებების გამყარება ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით.
პროცეში ნაკლებადაა ჩართული,  იშვიათად უსმენს მოსაუბრეს.არ იცავს ეთიკის ნორმებს. ცდილობს საკუთრი მოსაზრებების  გამოთქმას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით.
ნაწილობრივ არის ჩართული.იშვიათად უსმენს მოსაუბრეს.ვერ  იცავს ეთიკურ ნორმებს. ახერხებს საკუთარი მოსარების გამოთქმას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით.
ხშირად აქტიურია, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს. ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით.
აქტიურია, მობილიზებულია, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს. კარგად ახერხებს საკუთრი მოსაზრებების გამყარებას არა მხოლოდ ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებით და ანალიზით.
საკუთარი და სხვების ნამუშევრების პრეზენტაცია
(აუდიტორიისთვის წარდგენა)
არ მონაწილეობს პრეზენტაციაში.
არ სცემს კითხვებზე პასუხს.
ვერ ახერხებს სათქმელის გადმოცემას, არ აქვს კონტაქტი აუდიტორიასთან. არ იყენებს თვალსაჩინოებებსა და ტექნიკურ საშუალებებს პრეზენტაციისთვის. კითხვებზე ვერ სცემს პასუხს.
სათქმელს ნაწილობრივ გადმოსცემს, ზოგჯერ აქვს კონტაქტი აუდიტორიასთან. 
ნაკლებად იყენებს თვალსაჩინოებებსა და ტექნიკურ საშუალებებს პრეზენტაციისთვის. კითხვებზე ზოგჯერ  სცემს პასუხს.
სათქმელს გასაგებად გადმოსცემს, კონტაქტი აქვს აუდიტორიასთან.  იყენებს თვალსაჩინოებებსა და ტექნიკურ საშუალებებს პრეზენტაციისთვის. კითხვებზე  სცემს პასუხს.
სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს, კონტაქტი აქვს აუდიტორიასთან. კარგად იყენებს თვალსაჩინოებებსა და ტექნიკურ საშუალებებს პრეზენტაციისთვის.
კითხვებზე ადეკვატურად სცემს პასუხს.

 





ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს თავიანთი ფანტაზიითა და მეხსიერებით გადმოეცათ ემოციები, შთაბეჭდილებები და განწყობა თავიანთ ნამუშევრებში; გამოეყენებინათ შედგენილი ფერები და სხვადასხვა სამუშაო მასალა; გაეკეთებინათ პრეზენტაცია და ემსჯელათ ნამუშევრების შესახებ.
      გამოწვევის ფაზაზე მოტივაციის ამაღლების მიზნით გავაკეთე გონებრივი იერიში, ფორმატზე ფერების შედგენა და ჩემს მიერ შექმნილი ვიდეოს ჩვენება. ეს აქტივობები ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა ძველ მასალას დაუკავშირეს ახალი, გაიხსენეს შემოდგომის ფერები და თვითონ შეადგინეს ფერები; ხოლო ვიდეომ შეუქმნა მხიარული,   მხიარული განწყობა. ემოციებს ვერ მალავდნენ და ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს. საუბრობდნენ როგორც ფერებზე, ასევე ხალისიან მუსიკაზე , რომელიც ვიდეოში იყო გამოყენებული. კითხვა- პასუხის საშუალებით იმსჯელეს, თუ როგორ გადმოსცემდნენ ამ განწყობილებას, ემოციებს და შთაბეჭდილებებს თავიანთ ნამუშევრებში.
     წვდომის ფაზაში გავაკეთეთ პრაქტიკული სამუშაო. რადგან გაკვეთილის ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფური, მივეცი შესაბამისი ინსტრუქციები: შევახსენე მათ ქცევის წესები და ჯგუფში მუშაობის წესებიც. დრო განვსაზღვრეთ 20 წუთით.   პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად ჯგუფები წინასწარ ჩამოყალიბებული იყო და მასალაც  შერჩეული, დროის რაციონალურად  გამოყენების მიზნით.
    მუშაობისას  მათთვის ფასილიტატორი ვიყავი, თვალყურს ვადევნებდი მოსწავლეთა მუშაობის პროცესს,  ვცდილობდი დავხმარებოდი თითოეულ ჯგუფს, ეტაპობრივად ვაძლევდი საჭირო ინსტრუქციებს და განმავითარებელ შეფასებას, სწორად წამოწყებული ნამუშევარი ვუჩვენე კლასს, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას და აქტიურად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ჩემი აზრით დადებითად და ეფექტურად  ვთვლი ამ აქტივობასაც, რადგან ყველა მოსწავლე დიდი ინტერესით ჩართული იყო მუშაობაში, სწორად შეადგინეს ფერები და კომპოზიციურად გაანაწილეს. განსაზღვრულ დროში დაამთავრეს მუშაობა.
       რეფლექსიის ფაზაზე ჯგუფებმა გავაკეთეთ პრეზენტაცია, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავიანთი ნამუშევარი. გააანალიზეს და ისაუბრეს თავიანთ და სხვის ნამუშევრებზე: აღნიშნეს რა დახატეს, როგორი ფერები იყო გამოყენებული, იყო თუ არა კომპოზიციური განაწილება და ა. შ. მისცეს ერთმანეთს რჩევები. შევაფასე  თითოეული ჯგუფის ნამუშევარი,  შევაქე ისინი და ბოლოს მივეცი განმავითარებელი შეფასება.  შევაჯამე გაკვეთილი წინასწარ შედგენილი კითხვებით, კითხვაზე:“ რაში დაგეხმარათ ვიდეოს ჩვენება“ - ერთხმად მიპასუხეს: „ მხიარული განწყობილების შექმნასა და ფერების არჩევაში“.
      შეფასების რუბრიკებზე დაყრდნობით მივეცი კლასს კონკრეტული  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
       გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა, არ დამჭირვებია კორექტივების შეტანა, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება სამომავლოდ გავითვალისწინო მრავალფეროვნებისთვის შემდეგი რამ :    
ü  შემოდგომაზე  ლექსის ან ჩანახატის წაკითხვა.
ü  პრაქტიკული მუშაობისათვის მეტი დროის დათმობა.

No comments:

Post a Comment